saqarTvelos mdinareebi - dvirula

ტერიტორიული ერთეულები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
სათავე თრიალეთის ქედი
სიგრძე 12 კმ
აუზის ფართობი 56 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 0.98 მ³/წმ

 

მდინარე ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მტკვრის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს თრიალეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე და ერთვის მტკვარს სოფელ დვირთან. სიგრძე 12 კმ, აუზის ფართობი 56 კმ2. საშუალო წლიური ხარჯი 0,98 მ³/წმ. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე. წყალმცირობა - ზამთარში და ზაფხულში.